ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი – ბიძინა გეგიძე

ქართული ოცნების ყოფილი წევრი, ვაკის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ვაკის მაჟორიტარად კენჭისყრას ისევ გეგმავს. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.

“ჩემო თბილისელებო, ზაფხულის პერიოდში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადამაწყვეტინა, ისევ გავხდე ვაკის მაჟორიტარი.

ვინაიდან, ვაპირებ ვიყო პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი, საარჩევნო კანონის თანახმად კანდიდატურის დარეგისტრირება ხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში”, – წერს გეგიძე.

ბიძინა გეგიძე ქართულმა ოცნებამ პარტიიდან 2019 წლის პირველ სექტემბერს გარიცხა. მაჟორიტარამა გუნდიდან გაშვება უზენაესი სასამართლოში მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესში გამოთქმულ უკმაყოფილებას დაუკავშირა.

ვაკეში ოპოზიციის საერთო კანდიდატი ელენე ხოშტარიაა, ქართული ოცნებიდან კენჭს ნოდარ ტურძელაძე იყრის, ხოლო პარტია ლელოდან – ლევან კობერიძე.