“მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია”, – ასე პასუხობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას, სადაც ევროპარლამენტარმა განაცხადა, ევროკავშირს არ სურს და არც რესურსი აქვს, რომ კიდევ ერთ პოლიტიკურ კრიზისში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის იშუამავლოს.
“სანამ მედიაციის ახალ რაუნდზე დავიწყებთ საუბარს, იქნებ დაასრულოთ პირველი მედიაცია, საიდანაც ივანიშვილი გავიდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ხმის მიცემის დასრულებამდე არ ვგეგმავ ფიზიკურად გამოჩენას, თუმცა, ვფიქრობ, მოუწოდო ვინმეს, არ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში, სულ მცირე, ამორალურია”, – წერს სააკაშვილი ფეისბუქზე.