“ამორალურია საკუთარ ხალხს დააბრალო ვირუსის გავრცელება ” – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ, ვიცე-პრემიერის განცხადებას ამორალური უწოდა.
“ეს არის წარმოუდგენლად ამორალური განცხადება. ისეთ ვითარებაში, როდესაც უკიდურესად ჩამოშლილია ჯანდაცვის სისტემა, საკუთარ ხალხს დააბრალო, პირველ რიგში, ვირუსის გავრცელება, ადამიანებს, რომლებიც მოპარული არჩევნების და საკუთარი ხმის დასაცავად გამოვიდნენ გარეთ. წარმოუდგენლად ამორალური განცხადება იყო. არავითარი გამოსავალი ამ ჩიხიდან ხელისუფლებას არ შემოუთავაზებია და ისევ ოპოზიციას გადააბრალა ეს ძალიან მძიმე ვითარება. ეს გადაბრალება დღეს ოპოზიციაზე იყო სრული სიმდაბლე”, – განაცხადა დეკანოიძემ.