საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისი პოლიტიკური გეგმების შესახებ ტვიტერზეც წერს. დღეს დილით მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ არსად წასვლას არ აპირებს და პოლიტიკაში რჩება. საღამოს კი ტვიტერზე დაწერა, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს:
„მე დღეს განვაცხადე, რომ ქართულ პოლიტიკაში ვრჩები. ამჟამად ვმუშაობ ჩემი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე. საჭიროა პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა და მისი ევროპული მომავლისთვის რეალური დღის წესრიგის შემუშავება“, – წერს გახარია.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად გუნდთან შეუთანხმებლობა დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების დროსა და ფორმებთან დაკავშირებით.