ამჟამად რუსებს უკრაინაში უკრაინელებზე ნაკლები ტანკი ჰყავთ – Washington Post

The Washington Post-ს პენტაგონის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ უკრაინას ადგილზე ახლა უფრი მეტი ტანკი ჰყავს, ვიდრე რუსეთს.

”ამჟამად, უკრაინელებს ჰყავთ მეტი ტანკი უკრაინაში, ვიდრე რუსებს… და მათ რა თქმა უნდა აქვთ მათი გამოყენების უფლება”, – თქვა აშშ-ს თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც გამოცემას კომენტარი ანონიმურად მისცა.

Washington Post-ის ცნობით, ტანკების რაოდენობა თავისთავად არ არის განმსაზღვრელი იმისა, თუ რომელ მხარეს აქვს უპირატესობა, მაგრამ ამ მხრივ უკრაინის უპირატესობა მნიშვნელოვანია.

ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ ამჟამად 20-მდე რუსული ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის განახლება და მომარაგება მიმდინარეობს, ამიტომ გაურკვეველია, რა არის ტანკების საერთო რაოდენობა ორივე მხარეს და რუსეთის მცდელობები ამ დანაყოფების აღსადგენად საბოლოოდ შეცვლის თუ არა ტანკების ბალანსს მათ სასარგებლოდ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან 57 დღეში გაანადგურეს ოკუპანტების 829 ტანკი.