“გუშინ გაიმარჯვა არამხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული ოცნების მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ გვაკისრებს უდიდეს პასუხისმგებლობას მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ რაც ოცნების მმართველობაში მოსწონთ. მომდევნო წლების განმავლობაში გაკეთდება ყველაფერი, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტიანი გახდეს”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.