“მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ ბევრ კითხვას გასცა პასუხი – ვერ ჩამოვა, ვერ გაბედავს, ვერ დაჯდება.
ადამიანურად მისი მზადყოფნა, წარდგეს სასამართლოს წინაშე, ძალიან დასაფასებელია.
პოლიტიკურ მიზანს ამ აქტმა ვერ მიაღწია. ვერ გადაილახა 43%-იანი ბარიერი. ამ ყულფში ტალეირანობას მოწყურებულმა ოპოზიციამ საკუთარი ნებით გაყო თავი.
ვერც იმ რაოდენობის ამომრჩეველი დაარწმუნა, რომელიც შეძლებდა ამ ავტორიტარული რეჟიმის თუნდაც შეზღუდვას ადგილობრივ დონეზე და კოალიციური მმართველობის დამკვიდრებას.
ეს არის მოცემულობა საიდანაც უნდა ამოვიდეთ შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვისას”
წერს “ევროპული საქართველოს” წევრი, ვახტანგ კალოიანი Facebook-ზე.