“ჩვენ პოლიტიკოსებმა და თქვენ, მოქალაქეებმა ამ გამოწვევაზე ერთად უნდა ვუპასუხოთ, რომ არ იქნება საქართველო პრორუსული, არ არის საქართველო ის ქვეყანა, რომელიც პატივს არ სცემს შეთანხმებებს, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ხალხს ურტყამენ, ცემენ და კლავენ ციხეში, არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც თავს ესხმიან ჟურნალისებს, გვეშინია შვილების გარეთ გაშვების. არ არის საქართველო ის ქვეყანა, სადაც ზოგადად ვცხოვრობთ, შიშში, სიძულვილში და ნგრევაში.
გავაკეთოთ არჩევანი კოალიციური, მრავალფეროვანი, ურთიერთდაბალანსებული, ურთიერთპატივისცემაზე აწყობილი ხელისუფლების სასარგებლოდ. მე და ნიკა და ყველა ის პარტია, რომელიც შემოერთებულია, ვართ აბსოლუტურად პრინციპულად განწყობილი ამ ბრძოლისთვის. საერთოდ არ ვაპირებთ ქართული ოცნების დღის წესრიგით ყოფნას. არანაირი ბოიკოტი, ბოიკოტი იქნებოდა დანებება. ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ხმა და ჩვენი არჩევანი, რომელიც არის დასავლური”
განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ელენე ხოშტარიამ.