“ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება“–გახარია მოქალაქეებს აღდგომას ულოცავს

პრემიერმა გახარიამ მოსახლეობას აღდგომა მთავრობის ფეისბუქ გვერდიდან მიულოცა ოჯახთან ერთად შარშან აღდგომისას, ზემო თეკლათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში გადაღებული ფოტოთი.

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!
თითოეული მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეს ყველაზე დიდი დღესასწაულია. ჩვენ, ქართველებს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გვაქვს. სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომის აღნიშვნა განსხვავებულად გვიწევს, თუმცა, თითოეულ ჩვენგანში დღეს კიდევ უფრო ძლიერია რწმენა და იმედი, რომ ამ განსაცდელს მალე სიხარული მოჰყვება.

დარჩი სახლში! და ერთმანეთზე ზრუნვით ვიზეიმოთ სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვება.
ქრისტე აღდგა!“– წერს გახარია.