სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სალომე სამადაშვილი იმ რეაქციას გამოეხმაურა, რომელიც შარლ მიშელის დოკუმენტზე მის ინდივიდუალურ ხელმოწერას მოჰყვა.
„სასაცილოდ და ინფანტილურად გამოიყურება ენმ-ის პოზიცია-მელიას გამოშვების გარეშე არ მოვაწერთ ხელს ამ დოკუმენტს, მაგრამ სხვებმა მოაწერონ, მელია და რურუა გამოაშვებინონ, მერე, ვინც მოაწერს, იმათ “მოღალატეს” დავუძახებთ”. ოღონდ, მელიას გამოსვლის შემდეგ, თვითონაც აპირებენ პარლამენტში შემოსვლას. უხერხულია, მხოლოდ ამას ვიტყვი. ტალახს მაინც არ ვისვრი. ამ გაუგებრობაში ჩემი ადგილი აღარაა. წარმატებები”, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტს სალომე სამადაშვილმა ინდივიდუალურად მოაწერა ხელი იმ დროს, როცა პარტიამ ხელმოწერისგან თავი შეიკავა. ამას პარტიის წევრების და მხარდამჭერების მხრიდან მისი კრიტიკა მოჰყვა.
სოციალურ ქსელში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა დაწერა, რომ სალომე სამადაშვილი არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“ და მისი ნაბიჯი არ გამოხატავს იმ პოზიციას, რაც პარტიის პოლიტიკურ საბჭოს აქვს.