ვფიქრობ, რომ ამ დაავადების გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე, -ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძეტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
“ეს ზოგადად სენსიტიური და პირადად ჩემთვისაც სენსიტიური საკითხია. როგორც ქრისტიანი და ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი და პატრიოტი, უდიდეს პატივს ვცემ ჩემს ეკლესიას და ყველა იმ რიტუალს, რომელიც აქამდე ისტორიამ მოიტანა. მაგრამ დღეს შექმნილია ისეთი სიტუაცია, რომ ამან ხელი არ უნდა შეგვიშალოს გამოვხატოთ ჩვენი პროფესიული პოზიცია.მე, როგორც ექიმი მივიჩნევ ცალსახად, რომ ძველი ფორმატით ჩატარებული რიტუალური ღონისძიებები, იქნება ეს ზიარება, ძველი ფორმატით, ერთი კოვზის გამოყენებით თუ იქნება ეს, მაგალითად, ლიტურგია, როგორიც იყო ეს გასულ წლებში აღდგომის დროს ან დიდი თავყრილობის დროს, ნამდვილად შეიცავს ინფექციის გავრცელების საფრთხეს, რის გამოც, ვფიქრობ რომ, ის ნაბიჯები რომლებიც ჩვენმა ეკლესიამ უკვე გადადგა, რაც გამოიხატება სოციალური დისტანცირების დაცვასა და ზოგიერთ სხვა საკითხში, მაგრამ ეს ჩვეულებრივ დღეებში. მე მაინც ვფიქრობ, თუმცა ეს, კიდევ ვიტყვი არ არის ჩვენი გადასაწყვეტი, მე ვფიქრობ, რომ ამის გავრცელება მოხდება დიდ დღესასწაულებზე”, – თქვა ცერცვაძემ.