დაავადების კონტროლის ეროვნნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველო კორონავირუსს შედარებით მომზადებული დახვდა და ვირუსს მხოლოდ კომპლექსური ქმედების შედეგად დაამარცხებს.
„ჩვენ ქართველებს კარგი გამოთქმა გვაქვს, წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო. უნდა დაველოდოთ ჯერ. ამ ეტაპისთვის, გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია. ეპიდემია არის ქვეყანაში და დიდხანს გაგრძელდა შეკავების ფაზა, სანამ შიდა გავრცელება არ დაგვიფიქსირდა – 22-23 მარტს. ეს არ არის ერთი რომელიღაცა უწყების ან ერთი რომელიმე ღონისძიების შედეგი.
აქ კომპლექსურად ამუშავდა ღონისძიებები. კარგად მახსოვს იანვრის შუა რიცხვები. ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ რაღაცა ხდებოდა. ამოვიღეთ ინფორმაცია 2009-2010 წლების, რომელიც პანდემიური გრიპის დროს იყო შემუშავებული. ღორის გრიპის დროს. გეგმა გვქონდა შემუშავებული 2014-ში, როდესაც ებოლა დაიწყო. იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება ღონისძიებებისთვის“, – განაცხადა გამყრელიძემ ფორმულას ეთერში.