ჯანდაცვის სამინისტრო ამ ეტაპზე კატეგორიულად არ განიხილავს ქვეყანაში ჩინური წარმოების ვაქცინის შემოტანას, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი. აღნიშნულს კი ეკატერინე ტიკარაძე ხსნით იმით, რომ ამ ვაქცინას ჯერჯერობით საკმარისი სანდოობა არ აქვს.
“რაც შეხება ვაქცინებს, ჩვენ ცალსახად ვსაუბრობთ „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებზე, ჩინურ ვაქცინას ამ პერიოდისთვის არ გააჩნია საკმარისი ინფორმაციული მასალა და სანდოობა, შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კატეგორიულად არ განიხილავს ამ ეტაპისთვის ჩინური ვაქცინის შემოტანას”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.