“ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა “- ამის შესახებ კონსილიუმის ექიმებმა გორის ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ, ექპსრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგოამრეობასთან დაკავშირებით მედიასთან განაცხადეს.
”ამ დროისთვის აქვს თავის ტკივილი და რაღაც გარკვეული პრობლემები, რომელიც ნელნელა, იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში კორეგირდება. იღებს საკვებს სქემის მიხედვით, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, რომ კვებაში დაბრუნება გაიცლებით რთულია და საჭიროებს ძალიან მნიშვნელოვან მონიტორინგს. ქალბატონმა ელენემ დეტალურად გაწერა და აღწერა კვების რეჟიმი, რომელსაც ზედმიწევნით შეასრულებენ. მდგომარეობა ნორმალურია, არის გაუმჯობესებული. ჩვენ რომ ველოდებოდით, რომ შესაძლებელი იქნებოდა დამძიმება, სწორედ ამიტომ გადმოვიყვანეთ მულტიპროფილურ კლინიკაში. იმედი მაქვს, შეძლებისდაგვარად გავუმკლავდებით ამ პრობლემას და ეტაპობრივად, სათანადო მოვლის პირობებში, კლინიკური მდგომარეობა და ლაბორატორიული მაჩვენებლები სრულად კორეგირდება.
ამ ეტაპზე სრულიად კონტროლირებადია მისი ჯანმრთელობა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება,” – ამბობს კონსილიუმის წევრი ერთ-ერთი ექიმი.