ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამ ეტაპზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავს.
მისი თქმით, ამის ნაცვლად მოსახლეობა უნდა დაარწმუნონ, რომ აიცრან.
“მნიშვნელოვანია, გააქტიურდეს კომუნიკაცია ყველა დონეზე, რათა მაქსიმალურად ავუხსნათ მოსახლეობის თითოეულ რგოლს, რატომ არის ვაქცინაცია მნიშვნელოვანი, წავახალისოთ ვაქცინაცია და მაქსიმალურად თავი შევიკავოთ ნებისმიერი იძულებითი ღონისძიებისგან.
მე ვთვლი, რომ ამ ეტაპისთვის, ჩვენ სავალდებულო ვაქცინაცია არ გვესაჭიროება. მნიშვნელოვანია, რომ გამოკვლეული იყოს თითოეული მიზეზი, თუ რატომ ამბობს მოქალაქე უარს ვაქცინაციაზე, მოხდეს მისთვის განმარტების მიცემა და შესაბამისად, დაყოლიება”. – ამბობს ტიკარაძე.