მთავარი არხის საინფორმაციოს ყოფილი უფროსი, ნოდარ მელაძე ტვ პირველის ეთერში ახალი აგდაცემით გავიდა. პირველ მონოლიგში მან მთავარი არხიდან წამოსვლის შესახებაც ისაუბრა, ტუმცა მიზეზი კვლავ არ დააკონკრეტა. მელაძე ამბობს, რომ არ უნდა ისაუბროს იმაზე, თუ რა მოხდა, რადგან მთავარ არხზე კვლავ მისი ბევრი მეგობარი მუშაობს:
“ტელევიზიაში არ დავიბადე მაგრამ, ტელევიზიაში გავიზარდე. უკვე 20 წელია ჩემი ცხოვრების დიდ ნაწილს ვატარებ აქ. ვიღაცისთვის ტელევიზია უბრალოდ სამსახურია, ხელფასს აიღებს და სახლში წავა, ანუ სატრანზიტო ზონაა ვიდრე ერთი რეალობიდან სხვაგან გადაფრინდება. ჩემთვის ტელევიზია ჩემი ცხოვრების ყველაზე ახლო მეგობარია. ბევრისთვის რთულია ამ ყველაფრის ახსნა. ამით ვცხოვრობ, ტელევიზიის წარმატებით ვამაყობ, განვიცდი და მასთან ერთად ვიზრდები. ტელევიზიას აქვს ერთი მთავარი პრინციპი რაც უფრო მეტს შრომობ მით უფრო გიმართლებს. როდესაც რაღაც არ გამომდის ვიწყებ მეტ შრომას, მერე კიდევ უფრო მეტს და კიდევ უფრო მეტს და გრძელდება მანამ სანამ მიზანს არ მივაღწევ. არასდროს მეშინია დავიწყო ნულიდან და დავიწყო თავიდან იმიტომ რომ ტელევიზიას ქმნიან ადამიანები და არა სატელევიზიო ტექნიკა ტელევიზია იქმნება შრომით შრომით და კიდევ უფრო მეტი შრომით.
ბოლო ერთი თვეა აღარ ვარ მთავარ არხზე. მოვისმინე შეთქმულების მილიონი თეორია ჩემზე. ხან ამბობდნენ რომ მიყიდა ბიძინა ივანიშვილმა, ხან ამბობდნენ რომ ჩამნერგა ტვ პირველზე სააკაშვილმა, ხან ამბობდნენ რომ გადამიბირეს არაფორმალური შეთქმულების შედეგად და ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ადამიანები ვინც რიგრიგობით სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ოლიგარქთან რიგში იდგნენ და საკუთარ თავისუფლებას უბრალოდ აქირავებდა. მათგან არ მიკვირს მაგრამ ამ ვერსიებს ვისმენდი ადამიანებისგან რომლებსაც მეგონა რომ ვიცნობდი. თუმცა ცხოვრების გზაზე იმედგაცრუებებს ბევრჯერ შევხვედრილვარ და ეს არ იყო პირველი არც იქნება უკანასკნელი და რა თქმა უნდა გაივლის.
ახლა მისმინეთ მე. ამ თემაზე ყელაზე მძიმეა ჩემთვის საუბარი იმიტომ რომ არ განვეკუთვნები ადამიანების კატეგორიას ვინც ფიქრობს რომ ტელევიზიის შიდა ამბები საჯაროდ უნდა გამოიტანოს ფოტოასლები უნდა გამოფინოს და ილაპარაკოს ამ თემაზე ძალიან ბევრი, ამ თემაზე რაც უბრალოდ მორჩა. რადგან ბოლოს ლანძღვით კორიანტელი ჩემი 9 თვის ტყუპებიც გაახვიეს მაინც მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი.
მთავარი არხი ჩემს შვილებთან ერთად დაიბადა, ის გავაკეთეთ ჩვენ, როდესაც ჩემი შვილები ჯერ კიდევ სამშობიაროს ბლოკში იყო ბოლო კაბელებს ვაერთებდით რომ არხი მალე გასულიყო ეთერში დღე და ღამე მართლა არაადამიანური შრომის შედეგად ახალი ამბების სამსახური რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი გახდა ბევრად რეიტინგული ვიდრე სხვა 25 წლის ან უფრო დიდი სატელევიზიო ბრენდები საქქართველოში. ქვეყანაში ტელევიზიები რომელთა ასენებისთვისაც ცოტა არ გამიკეთებია შემთხვევით არ ქრებიან. მთავარიდან მეც შემთხვევით არ გავმქრალვარ.
დღეს კრიტიკული მედია გადარჩენის მთავარი ინსტრუმენტია ამიტომ არ მინდა ჩემი ნათქვამით ჩემი მოყოლილით, თუნდაც მცირედით დაზარალდეს ტელევიზია სადაც ახლა ჩემი ბევრი მეგობარია. ადამიანების გზები იყოფა მაგრამ არ უნდა დავკარგოთ სახე. მადლობა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს თანამუშაობისთვის და ღირსეულად დავემშვიდობოთ. ჰოდა მე მადლობას ვეტყვი გუნდს ვისთან ერთადაც ბევრი ომი გამოვიარე. მათ ყველაზე კარგად იციან რა მოხდა და რატო მოხდა. ყველას ჩვენი გაკეთებული საქმე გამოგვაჩენს. დასასრული არარსებობს, როცა წიყება ერთი აუცილებლად იწყება სხვა.”- განაცხადა ნოდარ მელაძემ ეთერში გასვლისას.