ამ კენჭების სროლას, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი – მელია გახარიას პასუხობს

“ამ კენჭების სროლას, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი”- თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ეხმაურება, რომელიც 20 ივნისის მთავარ ნეგატიურ გმირად მელიას მიიჩნევს.

“არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მახსენებს მე და ამ კენჭების სროლას ჩემკენ, ბატონო გახარია, ხომ არ ჯობია, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს 2 ოქტომბერს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი. ჩემთვის ბატონი გახარია არ წარმოადგენს სამიზნეს. როგორც ჩანს, მისთვის მე წარმოვადგენ სამიზნეს და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში იყაროს კენჭი, დადგეს კანდიდატად და ნათქვამით კი არ შემოიფარგლოს, საქმით დაამტკიცოს და საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ის არის მართალი და მე ვარ მტყუანი”, — განაცხადა მელიამ.