ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ – ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებზე

”მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ”- ასე აფასებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი NDI- ის კვლევებს.

„ჩემი დამოკიდებულება NDI- ის კვლევებთან მიმართებით ცნობილია. იმ კვლევებიდან გამომდინარე, რომელიც ჩატარდა დღემდე, მიმაჩნია, რომ მათში შეინიშნება პოლიტიკური მოტივაცია, ამიტომ ამ კვლევებს ზედმეტ ყურადღებას არ ვაქცევ.

იცით, რომ წლების განმავლობაში, NDI-ის და IRI- ის კვლევები აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა რეალობას, მიუხედავად მათი სათაო ოფისებისადმი პატივისცემისა, კვლევის შედეგების ცდომილება იყო ძალიან დიდი, რადგან აშკარა იყო მათი პოლიტიკური მიკერძოებულობა,”- აცხადებს სესიაშვილი.

განსხვავებით NDI – ის კვლევებისგან, სესიაშვილი „გორბის” კვლევებს ენდობა და აცხადებს, რომ მათი ბოლო კვლევები რეალობას შეესაბამება.

„ქართულ ოცნებას” აქვს გამოკვეთილი მხარდაჭერა, ჩვენს ოპონენტების რეიტინგებს აქვს ვარდნა, თავიანთი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ესეც მოსალოდნელი იყო, რადგან მათი ძირითადი კამპანია აგებული იყო ტყუილებზე“, – განაცხადა სესიაშვილმა.