”მინდა მივუსამძიმრო საზოგადოებას და განსაკუთრებით ოჯახს. მცირეწლოვანი ბავშვის ასე ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტზე ჩვენ ყველა მოზიარე ვართ ამ საშინელი ამბის. ბოდიში მინდა მოვუხადო პირველ რიგში გარდაცვლილის სულს, მის ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას. არ აქვს აზრი ახლა იმის ახსნას, თუ რა კონტექსტით გავაკეთე მე ეს განცხადება, დილით რომელიც გავაკეთე. ეს ჩემთვის არის ცხოვრებისეული კრედო, მსგავსი არასდროს არ მიფიქრია, არა თუ პოლიტიკაში ყოფნის დროს, არამედ მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბუნებრივია, ჩემთვისაც ამ კონტექსტში, ის განცხადება რაც გავაკეთე არის სრულიად მიუღებელი და გულწრფელად, ახლა არ მგონია, ოჯახს იქით ვინმე განიცდიდეს ამ ამბავს, ვიდრე მე, ვინაიდან სრულიად გაუთვითცნობიერებლად, სულ სხვა კონტექტში, ასე იყო კითხვაც დასმული, იქნა ჩემს მიერ გაცემული პასუხი, რაზეც სამწუხაროდ, ამ ფაქტთან დაკავშირებით და გახსნილ შადრევანთან დაკავშირებით, არანაირი ინფორმაცია არ მქონდა. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე რა ინფორმაცია მქონდა თუ არ მქონდა, თავად ვგრძნობ პასუხიმგებლობას ამ განცხადებაში და კიდევ ერთხელ, პირველ რიგში ოჯახს და მთლიანად საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი და სრულიად თანამოზიარე ვარ ამ დიდი ტრაგედიის.”

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი, რომელმაც ვაკის პარკში მომხდარზე თქვა, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყვადეს, ბოდიშს იხდის.