“ჩვენ რაც ვნახეთ, ეს არის მანქანა, რომლის გამოსხივებასაც არ აკონტროლებენ. როცა შევამოწმეთ, ამ მანქანამ ჩვენი დრონი ფრენისას კილომეტრზე დაიჭირა, შეძლო და გააჩერა”
ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე. ის ამტკიცებს, რომ გორის ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის პალატის ქვემოთ აყენია მანქანა, რომელიც “ასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს”. მისი თქმით, ამ მანქანით ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მოსპობასა და მის მოკვლას ცდილობს.