“ევროპული საქართველოს” მდივანი ჯანდაცვის საკითებში, ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ოპერატორის, სისხლში აღმოჩენილი მედიკამენტები პროფესიულად არაფრისმთქმელია, ვინაიდან მას ტკივილის ინტენსიურად გაყუჩება ესაჭიროებოდა.
“ის მედიკამენტები, რაც სისხლში აღმოჩნდა, არის ერთი ტკივილგამაყუჩებელი, ერთი არის მისი დეგრადაციის პროდუქტი, ერთი არის ფსიქოტროპული საშუალება, რომელიც ხშირად გამოიყენება ტკივილის მართვის შემთხვევაში, ანუ, თავისთავად, ამ მედიკამენტების არსებობა სისხლში, მით უმეტეს, პაციენტში, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში იწვა და საკმაოდ ინტენსიურ ტკივილგაყუჩებას საჭიროებდა, არაფრისმთქმელი არ არის პროფესიული თვალსაზრისით. ამ ჩამონათვლის მერე დასკვნის გაკეთება, რომ, სავარაუდოდ, ეს შეიძლება გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, უბრალოდ არაპროფესიულია. აღსანიშნავია, რომ განცხადებას არ აკეთებს ექსპერტიზის ბიურო – არც წერილობით, არც სიტყვიერს და ისინი უფრთხილდებიან პროფესიულ ღირსებას და ასეთ არასერიოზულ საკიტხზე არასერიოზულ ინტერპრეტაციას არ იძლევიან”. – ამბობს კალოიანი მთავართან ინტერვიუში.