“ამ მოპარული, მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ… ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ამის შესახებ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.
“ეს აჩვენა მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა ეგზიტპოლებმა, სადაც დიდი უპირატესობით გამოჩნდა პროევროპული, პროდასავალური ოპოზიციის გამარჯვება. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ცესკომ შეასრულა ბიძინა ივანიშვილის ბინძური დაკვეთა და გამოაცხადეს შედეგები, რომელიც აჩვენებს, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა ქართველ ხალხს გამარჯვება მოპარა და ამით მოპარა ევროპული მომავალი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახელით ვაცხადებთ, რომ მოპარული, მიტაცებული არჩევნების შედეგებს არ ვიღებთ და ამ მოპარული, მიტაცებული შედეგის აღიარებას არ ვაპირებთ, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ ამგვარი პოზიცია იქნება სრულიად ოპოზიციურ ველზე. რადგან მიგვაჩნია, რომ ის გამარჯვება, რომელიც მოიპოვა დღეს ქართველმა ხალხმა, არ ეკუთვნის რომლიმე ერთეულ პარტიას, არამედ ეკუთვნის მთლიანად ქვეყანას და ოპოზიციას, რომელსაც ერთობლივად მისცა ნდობის მანდატი ქართველმა ხალხმა.
ჩვენ ვიბრძოლებთ, როგორც არასდროს, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად და არ შევეგუებით მოპარული არჩევნების შედეგებს. ჩვენ უკვე შევხვდით ჩვენს პროდასავლელ, პროევროპელ მომავალ კოალიცურ პარტნიორებს და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი მთავრობა იქნება კოალიციური მთავრობა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს საათებში ჩვენ ასევე გავაკეთებთ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმოქმედებთ ამ საარჩევნო შედეგის დასაცავად, რომელიც იყო დიდი გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის და რომლის მოპარვასაც ცდილობს ახლა რუსი ოლიგარქი ივანიშვილი. ჩვენ არ ვთმობთ ჩვენს ევროპულ მომავალს და არ ვიღებთ მოპარულ საარჩევნო შედეგს რომელსაც აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისია”, – აცხადებს თინა ბოკუჩავა.