“უნდა გავითავისოთ და შევიგნოთ ყველამ, რომ ამ მძიმე ციფრებს მხოლოდ და მხოლოდ აცრები შეაკავებს. ჯადოსნური ჯოხი არავის აქვს, რომ დღეს ვინმემ მოიქნიოს და ხვალ იყოს დიდი ბედნიერება, რომ ქვეყანაში კოვიდით არავინ გარდაიცვალოს.
1 600 მძიმე ავადმყოფი წევს კლინიკებში, 7 000-მდეა უკვე კლინიკების დატვირთვა, მაქსიმუმზე გადის. სამწუხაროდ, 350-ზე მეტი ადამიანია ხელოვნურ ვენტილაციაზე. ეს ყველაფერი მიუთითებს ეპიდსიტუაციის რთულ მდგომარეობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. მომავალ კვირაში შეიძლება იყოს ოდნავ შემცირების ტენდენცია, მაგრამ ქვემოთ ნახტომი, რაც გვინდა, სამწუხაროდ არ იქნება“
ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსთავი 2-ის ეთერში.