“როდესაც საზღვრის გადაკვეთას ვეხებით, ვიღაც მთლად არაჭკუათმყოფელს უთქვამს, სააკაშვილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ უკრაინაში ომს განერიდაო. მე ბევრი რამე გამოვიცანი ზუსტად, მაგრამ ამ ომის თარიღების ზუსტი გამოცნობა რომ მცოდნოდა და ზუსტი წინასწარმეტყველება, მე ახლა ვიქნებოდი ფრონტის წინა ხაზზე და არანაირად არ ვიქნებოდი იქ, სადაც ახლა ვარ, ამ შუშის უკან. განრიდება რომ მნდომოდა, აშშ-შიც შემეძლო განრიდება, ნიდერლანდებშიც და ბევრ სხვა ადგილას. საქართველოში ჩამოვედი იმ მარშრუტით, რომელიც ყველასთვის ყველაზე უსაფრთხო იყო”

თქვა ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.