“პროკურატურაში არის გამოძიება, რომელმაც სწორედ ეს საკითხები უნდა გაარკვიოს. მთელი იდეა პროპაგანდის და რუსული პროპაგანდისტული ხრიკი, არის ზღვარის წაშლა სიცრუესა და სინამდვილეს შორის და ჩვენ ვიმყოფებით ეპიცენტრში ამ რუსული პროპაგანდისტული ხრიკისა.
სწორედ ეს არის მიზანი ამ მთელი პროპაგანდის რომ საზოგადოება დააბნიონ, შეიტანონ შფოთი, გააღვივონ უნდობლობა ყველაფრის და ყველას მიმართ, არაფერი არ დატოვონ წმინდა ამ ქვეყანაში, არც სახელმწიფო, არც ეკლესია, არც ადამიანი”
განაცხადა ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა სუს-დან გავრცელებულ ჩანაწერებზე.