ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობა – კოლომინა

“ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობა”- ამის შესახებ, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საქართველო და ნატო შეშფოთებულნი არიან რუსეთის საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკით. ამ რეგიონში, რუსეთი ხშირად იყენებს ძალის გამოყენების მუქარას და საფრთხეს უქმნის სტაბილურობის შენარჩუნებას, როგორც საქართველოში, ისე რეგიონის სხვა ქვეყნებში, მაგალითად უკრაინაში და მოლდოვას რესპუბლიკაში”, – განაცხადა კოლომინამ.