”რატომ არ უნდა ვესტუმროთ ერთმანეთს? ამ კითხვას ვსვამ, ვერაფრით გამიგია, რატომ არის საჭირო ამის საფუძველზე ურთიერთობების გამწვავება. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები უნდა იყოს ერთიანი. ჩვენ არ ვართ გიგანტური სახელმწიფოები, რომ გავიყოთ რამდენიმე ქვეყანა და ხალხი. ამ რთულ პერიოდში უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან. თბილისიც, სოხუმიც, მინსკიც. ყველანი რაღაცნაირად უნდა გავერთიანეთ, ერთმანეთისკენ ვისწრაფოდეთ. ამ კონტექსტში განვიხილავ თქვენს ვიზიტს ბელარუსში და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით, რომ თქვენი დაპირება შეასრულეთ და ჩვენთან ჩამოხვედით.”
განაცხადა ბელარუსის ლიდერმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან შეხვედრისას.