“ზურაბიშვილთან დაკავშირებით ქო-ს მოქმედების მოტივების ყველა ვარიანტზე ვიფიქრე.

ერთადერთი ვარიანტი მაქვს, თუ დავუშვებთ, რომ მათი გადაწყვეტილება ექვემდებარება რაციონალურ ლოგიკას და ის ასე გამოიყურება:

არსებობს შეთანხმება რუსეთთან მკვეთრად განსაზღვრული “წითელი ხაზები”-თ შესაბამისი კონტროლის, მათ შორის პრეზიდენტის, ვალდებულებით.

ახლა ამ სარჩელით კრემლს უმტკიცებენ, რომ ისინი არაფერ შუაში არიან და ორმაგს არ თამაშობენ.

მთელი მათი ბოლო პერიოდის “ომი გინდათ?!” პოლიტიკაც ამ ლოგიკაში ჯდება”

წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე. დღეს მმართველმა პარტიამ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლა.