ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით იყო ოპტიმისტი – არ მგონია, მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს – ვასო ფხაკაძე ონისე ცხადაძის საქმეზე

“ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით იყო ოპტიმისტი – არ მგონია, მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალოს” – ამის შესახებ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის საქმესთან დაკავშირებით, იუმორისტმა ვასო ფხაკაძემ განაცხადა.

„მინდა, ოპტიმისტი ვიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში არ გამოდის სასამართლოსთან მიმართებით, რომ იყო ოპტიმისტი. სუბიექტურად მივუდგები და ვიტყვი, რომ არ არის კარგი, მაგრამ რეალისტი ვარ და არ მგონია, რომ [მოსამართლემ] გადაწყვეტილება შეცვალოს.

ადამიანები გამოდიან და ამბობენ, რომ წინა ხელისუფლების დროს სასამართლო იყო მართული. ისევ ის ხალხია, მოსამართლეებიდან დაწყებული პროკურორებით დამთავრებული, რა შეიცვლება? იგივე იქნება ყველაფერი, სანამ არ შეიცვლება სისტემა!“,- განაცხადა ვასო ფხაკაძემ.

ცნობისთვისთბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.  მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 11 ტყვეს პატიმრობაში.