პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი ამბობს, რომ სავაჭრო ცენტრების გახსნის მიუხედავად, ადამიანებმა იქ მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ.
მისი თქმით, ჯობია ძველი ნივთები გამოიყენონ.
“ჩემი აზრით, შეიძლება ადამიანებმა დავიჭიროთ ძველი ტელეფონები, ვუყუროთ ძველი ტელევიზორით, ჩავიცვათ ის სამოსი, რაც წინა პერიოდში გვქონდა, იმედია, შიშველ–ტიტველი არავინ დადიოდა და არც ახლა ივლის. ჯობია, რომ ამ წელიწადს, ამ პერიოდში თავი შევიკავოთ იმ სავაჭრო ღონისძიებებისგან, რასაც ვაპირებდით. რიგებში დგომა და ა.შ. ინფექციის გავრცელებას წარმოადგენს, ამიტომ ჯობია ეს ერთი წელიწადი, გარკვეული პერიოდი ძველი ტანსაცმელი გვეცვას”,– ამბობს რატიანი “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში.