ორშაბათი, 23 დეკემბერი , 2024, 02:07

ამ წუთებში ენმ-ს ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცველების მობილიზება შეინიშნება

ტელეკომპანია “ფორმულა” ასაჯაროებს კადრებს, სადაც ჩანს რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისთან ახლოს, კახეთის გზატკეცილზე სამართალდამცავების მობილიზება შეინიშნება.

შსს–ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე ჩანს რამდენიმე ავტობუსი და პიკაპი, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავები სხედან. ასევე, კადრებში გამოჩნდა, როგორ აწყობდნენ პოლიციის ავტომობილში სპეცრაზმელების ფარებს.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს.