“ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი აღარ ვარ, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს“ -სოსო ჯაჭვლიანი

ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ და ეს რეჟიმი უნდა წავიდეს-სოსო ჯაჭვლიანმა სკანდალური განცხადებები მთავრი არხის ეთერში გააკეთა.

“ღამის მთავარში” ეკა კვესიტაძესთან ერთად, მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტმა და “ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უფრო კონკრეტულად კი დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მის წინააღმდეგ ბრძოლაში დაადანაშაულა.

ჯაჭვლიანი ამბობს, რომ კახა კალაძე უშუალოდ არის დაინტერესებული საკუთარი გავლენა ჰქონდეს ყველა სპორტულ ფედერაციაში და ამ მიზნის მისაღწევად, როგორც ჯაჭვლიანი ამბობს, დედაქალაქის მერი ყველა მეთოდს იყენებს.

“იმდენად გათავხედდნენ რომ ჩემზე და ჩემი ოჯახის წევრებზე დაიწყეს მუქარები. საჯარო ბრძოლას ვუცხადებ ამ უნამუსო დამნაშავეებს და მოვითხოვ ყველა ფინანსურ დოკუმენტს, რომლებიც ღიად ადასტურებს ჩვენი ფედერაციის კანონიერ საქმიანობას” ამბობს ჯაჭვლიანი.

მისივე თქმით, ფედერაციიდან გათავისუფლებული მწვრთნელი ფინანსურ დარღვევებზე აპელირებენ, თუმცა როგორ ჯაჭვლიანი ამბობს, არანაირი ფინანსური დარღვევა მის ფედერაციაში მისი ხელმძღვანელობის დროს არ მომხდარა და ყველა გადარიცხვა, ყველა ანგარიში გამჭვირვალეა.