ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ ამ დროისთვის შიმშილობა დაიწყო 300-ზე მეტმა ადამიანმა.
ის იმედს გამოთქვამს, რომ მასობრივ შიმშილობას ადამიანები კიდევ შუეერთდებიან.
“არაძალადობრივი, უმწვავესი ბრძოლის მეთოდები, რა თქმა უნდა, გამოსაყენებელია. რთულია, განსაკუთრებით დეკემბრის თვეში ღია ცის ქვეშ. ამ წუთის მდგომარეობით, ახლა სია დგება, 300-ზე მეტი ადამიანი [შიმშილობს]. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრი ასეული ადამიანი შემოუერთდება ამ პროცესს”,– ამბობს მელია მთავარი არხის ეთერში.
ცნობისთვის, დღეს აქციაზე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აცხადებს მასობრივ საპროტესტო შიმშილობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.
მელია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერები, ასევე მათი მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ს ოფისთან იშიმშილებენ. ამ წუთებში ადგილზე მიმდინარეობს კარვების დამონტაჟებისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი.