“ამ წუთში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შანსს ვერ ვხედავ. მე მესმის ამ ადამიანების [მოშიმშილეების], სოლიდარული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიზიარებ პროტესტის ამ ფორმას, არ მგონია ეფექტური. ეგეთი პროტეტის ფორმა შეიძლება გათვლილი იყოს იმაზე, რომ დასავლეთმა მოგაქციოს ყურადღება, მაგრამ ჯერ ერთი, ვერ ვხედავ განსაკუთრებულ ყურადღებას, მეორე, რომც მოგვაქციონ ყურადღება, ამათ რეაქცია არ აქვთ. ამიტომ ვერ ვხედავ მაგას, როგორც ეფექტურ გამოსავალს

მე მესმის, რომ არის ხალხი, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებში, რომ ჯერ მიშა უნდა გაათავისუფლონ და მერე მიშა მათ გაათავისუფლებს – მე მაგისი არ მჯერა. ჩვენ თვითონ უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება”

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე TV კავკასიის ეთერში.