“ამ ხელისუფლებისგან მე უკვე აღარ გამოვრიცხავ იმას, რომ სააკაშვილი მართლა გადასცენ რუსეთს, რადგან ისეთი მორალური პოზიცია უჭირავს ამ ხელისუფლებას… როდესაც ასობით ბავშვის განადგურება, ქალაქების მიწასთან გასწორება და ადამიანების ამოხოცვა ხდება და ამ დროს შენი ხელისუფალი აცხადებს, რომ რამე ხეირი უნდა ნახოს საქართველოს ეკონომიკამ, ეს ისეთი ისტორიულად სამარცხვინო განცხადებაა, რომ ამ ფონზე, სააკაშვილი, რომელიც არ უყვართ, რუსეთს რომ გადასცენ, ჩემი აზრით, გასაოცარი არაფერი არ იქნება, თუმცა ეს იქნება, რა თქმა უნდა, სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის.

პუტინის მტერი, რომელიც პირველი დაუპირისპირდა იმ პოლიტიკოსს, რომელიც გადაიქცა თანამედროვე კაციობრიობის დრაკულად, ამ ვითარებაში ეს კაცი ციხეში იჯდეს და მართლა იმის საშიშროება იყოს, რომ რუსეთს გადასცენ… ვფიქრობ, რომ იქნება სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის.

[…] სააკაშვილი არ უნდა იჯდეს ციხეში, ის უნდა იყოს იქ, სადაც, პრინციპში, სულ იყო. ის ებრძოდა პუტინს. ცუდად თუ კარგად, ის ებრძოდა პუტინს”

თქვა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე პალიტრანიუსის ეთერში.