“რამდენიმე დღის წინ ფოთში ვიყავი, პორტი მოვინახულე და უნდა ითქვას, რომ ეს ნამდვილად მიმზიდველი ადგილია ბიზნესისთვის. ამის შემდეგ ანაკლიაში ჩავედი, ის ადგილი მოვინახულე, სადაც პორტი უნდა ყოფილიყო და გული მეტკინა. პროექტი გეგმის მიხედვით რომ გაგრძელებულიყო, წელს იქ უკვე ნავსადგური უნდა იყოს და გემები მოძრაობდნენ. ეს ადგილი ბიზნესისთვის უნდა ყოფილიყო გახსნილი. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა”

თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა, კელი დეგნანმა.