“ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გვაქვს გეგმები”- ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული გეგმები. ამის შესახებ, ნათია თურნავამ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
“რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა წელს რომ გვქონოდა ჩვენ უკვე აქტიური ანაკლიის პორტი, როგორც ეს იყო თავის დროზე ჩაფიქრებული, მაგრამ რიგი მიზეზების გამო და იმის გამო, რომ ინვესტორმა ვერ შეძლო დაფინანსების მობილიზება და ფრაქტიკულად ეს პროექტი ვერ შედგა, ეს ძალიან ცუდია. მაგრამ, სამომავლოდ ჩვენ გვაქვს ამასთან დაკავშირებით გეგმები, ეს არის ხელახალი გადახედვა ამ დასაბუთების და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინვესტორების მოძიება”, – განაცხადა თურნავამ.