გუდაურის საკარანტინო ზონაში ანალიზების არევის შედეგად საკარანტინო სივრციდან შეცდომით, ინფიცირებული მამაკაცი სახლში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Imedinews ავრცელებს.
მამაკაცი რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა და კარანტინის გავლის შემდეგ სოფელში 31 მაისს დაბრუნდა. სპეციალისტებმა შეცდომა 2 დღის შემდეგ აღმოაჩინეს და 44 წლის კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ნინოწმინდის მერი, ანა მოსოიანი. მისი თქმით, ამჟამად მამაკაცი გორშია გამოკვლებეზე. მან სახლში 2 დღე გაატარა, რის გამოც მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.