დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ოკუპირებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ე.წ პრეზიდენტის ვებგვერდზე ვრცელდება.ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიბილოვი დონეცკში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა.
“ანატოლი ბიბილოვი ასევე გეგმავს შეხვედრებს მოხალისეებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უკრაინის დენაციფიკაციის სპეცოპერაციაში მონაწილეობენ”. – აღნიშნავენ ბიბილოვის პრესსამსახურში.
ანატოლი ბიბილოვთან ერთად იმყოფება თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის ე.წ გადაუდებელი სიტუაციების მინისტრი აზმათ ჩოჩიევიც.