ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

ენმ-ის წევრის, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ანატოლი გიგაურის განაჩენის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ განაცხადა, რომ საქმეში არის კიდევ რამდენიმე საკითხი, რასაც გულდასმით სჭირდება შესწავლა.

განაჩენის გამოცხადების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მოსამართლის აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე, ანატოლი გიგაურმა დარბაზში სხდომებს მიმართა.

“პირველი, რასაც აკეთებთ, ნებისმიერ გადაწყვეტილებას ხვდებით ტაშით, არავითარი ცრემლები, ბოროტებას არ მისცეთ საშუალება, რომ გაიმარჯვოს”, – განაცხადა ანატოლი გიგაურმა.

ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.

ანატოლი გიგაურს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.