თბილისში, პროკურატურასთან ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით, პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ორგანიზებით აქცია იმართება.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, სახლახო დამცველს მონიტორინგის ჩატარების საშუალება მიეცეს და პანსიონი დაიხუროს.
“ანაფორა იმუნიტეტი არ არის” , “დაიხუროს ჯოჯოხეთი”, “სად არიან ბავშვები”,– ვკითხულობთ მათ ბანერებზე.
ცნობისთვის, გუშინ, 2 ივნისს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გაუპატიურების სავარაუდო ფაქტიც მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცავები ასევე იძიებენ შესაძლო ძალადობის 3 ფაქტს.
მეუფე ნიკოლოზმა თქვა, რომ პანსიონში შესვლის უფლებას ომბუდსმენს მისცემს, თუ ის ბავშვებისთვის დასასმელ კითხვებს შეუთანხმებს.
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი ყვება, რომ მას რეიკებით და სახაზავებით სცემდნენ, ასევე, აყენებდნენ ბრინჯის მარცვლებზე.