დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანა დოლიძე დიდუბეში სეირნობა დააანონსა. “ვსეირნობთ დიდუბეში” – ამის შესახებ მანდ ღონისძიება საკუთარ Facebook-ზე გაავრცელა.
მე და ჩემი გუნდი დღეს გავისეირნებთ ფეხით აკაკი წერეთლის ძეგლიდან ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლამდე 4.5კმ. გზად ვისაუბრებთ, დავათვალიერებთ და შევხვდებით ყველას ვისაც სურს. მოგვყავს მეგობრები, ოჯახის წევრები და ბავშვები. ჩაიცვით კომფორტულად. შემოგვიერთდით გზად სადაც გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ,- წერია ივნეთის აღწერაში.
სეირნობის მსურველები 19:00 საათზე აკაკი წერეთლის ძეგლთან იკრიბებიან.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობა 30 ივლისს გადაწყვიტა. “ქართული ოცნებიდან” ამ ოლქში გია ვოლსკი იყრის კენჭშ. მანამდე ანა დოლიძემ 21 მაისს სამოქალაქო მოძრაობა “ხალხისთვის” დააფუძნა და 22 ივნისს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა.