ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია “ხალხისთვის” დააფუძნა

ანა დოლიძემ პოლიტიკური პარტია “ხალხისთვის” დააფუძნა. მან, რამდენიმე თვის წინ შექმნა მოძრაობა ”ხალხისთვის” და შეწყვიტა მუშაობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. მიიღებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, დოლიძე პასუხობს, რომ პოლიტსაბჭო გადაწყვეტს, ეყოლება თუ არა პარტიას მერობის კანდიდატი, ასევე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში და რა ურთიერთობა ექნება მას სხვა პარტიებთან.დოლიძე ამბობს, რომ, პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანებისთვის აღდგენილი ღირსება და სოციალურ სამართლიანობაზე დამყარებული ერთობა იქნება.

“საქართველოში არის დაკვეთა რაციონალურ, ხალხის პრობლემებზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალაზე. პარტია ხალხისთვის იქნება სწორედ ასეთი ძალა – ის იქნება კონცენტრირებული მხოლოდ და მხოლოდ ხალხის პრობლემების გატანაზე და გადაწყვეტაზე. ამას ჰქონდა დიდი მხარდაჭერა დიდუბე-ჩუღურეთში და ამას ექნება დიდი მხარდაჭერა მოსახლეობაში. დღეს აქ, სულ მცირე, 300 ადამიანი უნდა ყოფილიყ, მოვიდა 400-ზე მეტი ადამიანი. ისინი არიან ამ პარტიის დამფუძნებლები. ეს იქნება პარტია, რომელიც კონცენტრირდება მხოლოდ საქმეზე და იმაზე, რომ მოქალაქეების ცხოვრება წინ წავიდეს”. – თქვა ანა დოლიძემ.