დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ანა დოლიძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციებს უერთდება.
“მე მივმართავ პროტესტის ორ ფორმას: სათითაოდ ახსნა-განმარტებებს მოვაცემინებთ საარჩევნო კომისიას სამართლებრივი მეთოდით, მოვითხოვთ უბნების გადათვლას და გაბათილებას. ამასთანავე, მივმართავ პროტესტის პოლიტიკურ ფორმას, ეს არის წნეხის ერთ ერთი ფორმა, რომელიც, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს, ანა დოლიძე.