ანა დოლიძე გამოკითხვაზე დაიბარეს

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე დღეს შსს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი თქმით, საქმე ეხება 30 აგვისტოს მის სოციალურ ქსელზე განხორციელებულ კიბერშეტევას.

თბილისის მერობის კანდიდატი შსს-ს უნდობლობას უცხადებს და გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

“30 აგვისტოს იყო ჩემი სოციალური ქსელში არაერთი მცდელობა მთელი დღის განმავლობაში. ამაზე შევიტანე განცხადება შსს-ში, დღეს დამიბარეს გამოკითხვაზე. უნდობლობას ვუცხადებ შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც წინა 4 შემთხვევაზე, ამ შემთხვევაშიც მე ტყუილად მოვალ, უნდა გადავცე ჩემი პირადი ნივთები, საკუთრება და ტელეფონი და შედეგი იქნება ნულოვანი”,– აცხადებს ანა დოლიძე.