ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს.

13 აგვისტოს, წერეთლის გამზირზე  საარჩევნო შეხვედრის დროს, პარტიის წარმომადგენლებს ახალგაზრდა მამაკაცების ჯგუფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.ანა დოლიძე სამართალდამცველებს იმ  ვიდეომალას გადასცემს, რომელიც ინიდენტის ადგილზეა გადაღებული.

“ეს ინციდენტი არის მაგალითი იმისა, როგორ ჰყავთ მობილიზებული ადამიანები იმისთვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური და კრიტიკულად განწყობილი ჯგუფების შეხვედრა ამომრჩევლებთან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.