ანა დოლიძე ენმ-ს მოუწოდებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგს მიმართოს

პარტია ”ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ”ნაციონალურ მოძრაობას” მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართოს, სადაც გნაიხილავენ და დაუყოვნებლივ გადაწყვეტენ უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

“მოვუწოდებ ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის ადვოკატებს, გააკეთონ შემდეგი რამ: გამოიყენონ სტრასბურგის პროცედურა, 39-ე მუხლით უზრუნველყოფილი, ჰქვია დროებითი ღონისძიება, ერთხელ ეს არის წარსულში გამოყენებული. მისი აზრია, სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს გადაწყვეტილებას, გადაიყვანონ ის თუ არა სამოქალაქო საავადმყოფოში. ეს ღონისძიება სწორედ მაგას ემსახურება, რომ სტრასბურგის საქმეები იხილება წლების განმავლობაში, ამასობაში, რომ არ დადგეს მძიმე შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რამე შარში არ გავეხვიოთ, წავიდეს სასწრაფოდ განცხადება სტრასბურგში და სტრასბურგის სასამართლომ დაავალოს ხელისუფლებას, თუ საჭიროა, შესაბამისად შესწავლის შედეგად, რომ გადაყვანოს სააკაშვილი ჩვეულებრივ სამოქალაქო საავადმყოფოში”, – თქვა დოლიძემ.

მიხეილ სააკაშვილი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.