ანა დოლიძე თამარ ჟვანიას გადადგომას და გამოძიების დაწყებას ითხოვს

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ანა დოლიძე აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და ცესკომ ხმები ხელახლა უნდა დაითვალოს. ანა დოლიძემ დღეს პროკურატურასთან ბრიფინგი გამართა და რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენა. ის მოითხოვს, რომ ცესკოს თავმჯდომარე გადადგეს და დაიწყოს გამოძიება.