ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი – მიქაუტაძე

ანა დოლიძის გადაწყვეტილება არის დაგვიანებული, თუმცა სწორი, – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ანა დოლიძის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დატოვების გადაწყვეტილებას.

„ჩვენ არა მხოლოდ ბოლო თვეები, არამედ ბოლო რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, რომ ის აშკარად არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ჰქონდა უფლება ყოფილიყო აქტიურ პოლიტიკაში. სასამართლო რეფორმის ე.წ. პირველი ტალღის მონაპოვარი იყო, როდესაც პოლიტიკოსები სასამართლო სისტემიდან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გაიყვანეს. სწორედ ამიტომ ანა დოლიძის გადაწყვეტილება იყო სწორი, თუმცა დაგვიანებული. მან მაინც დააზიანა სასამართლო სისტემა – ჩვენ გვყავდა საბჭოს წევრი, რომელიც ამავდროულად, აქტიური პოლიტიკით იყო დაკავებული”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.