ზუგდიდში ანა წითლიძე პოლიციამ დააკავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის წევრი ანა წითლიძე ზუგდიდის პოლიციამ დააკავა.

“დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო, რომ არ დავუშვით კარუსელი.
იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ! ყველაფერი იქნება მაგრად. მალე შემოგიერთდებით!”,- წერს წითლიძე.

საქმე ეხება ბლოკნოტს, რომელიც ანა წითლიძემ ოცნების კომისიის წევრისგან, თინა კაკაჩიასგან მოიპოვა. მისი განმარტებით, ბლოკნოტში ეწერა საჯარო მოხელეების სია, რომლებსაც, მისი თქმით, მმართველი პარტია კარუსელის დატრიალებაში იყენებდა.